პროექტის სახელწოდება:
ქალაქური ფოლკლორი
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი ქალაქური ფოლკლორისადმი, უკეთ გაეცნონ ძველი
თბილისის ყოფა - ცხოვრებას, სიმღერებს, საკრავებს, კინტოებს, აშუღებს, არა ქართულ საკრავებს,
რომლებიც გამოიყენება ქალაქური ხალხური სიმღერების შესრულების დროს.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად საჭირო მასალის მოძიების უნარ-ჩვევებს. დაინტერესდებიან
რათა უკეთ გაიცნონ აღმოსავლური და დასავლური ქალაქური სიმღერები.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები მოიძიებენ ძველი თბილისის სურათებს, მოიპოვებენ ინფორმაციას კინტოებისა
და აშუღების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რისი მეშვეობითაც ჩამოუყალიბდებათ ქალაქური ფოლკლორისადმი
სიყვარული და გემოვნება.
მოსწავლეთა ასაკი: 13 -14 წელი
ვადები / ხანგრძლივობა:
15 დღე
მოსალოდნელი შედეგები
/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას, აგროვებენ ფოტო-მასალას.
პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, რვეული, ავტოკალამი, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა:
/ ძირითადი აქტივობები /
I აქტივობა
- მონაწილეთა ორგანიზება: ჯგუფებად
დაყოფა, ვეცნობით თემას.
პირველი ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას ძველი თბილისის შესახებ, განარჩევს ქალაქური ფოლკლორის ორ შტოს - აღმოსავლურს
და დასავლურს.
მეორე ჯგუფს ევალება
მოიძიოს მასალა კინტოებისა და აშუღების შესახებ, აგრეთვე
მოსასმენი მასალა:
აღმოსავლური ქალაქური სიმღერა - ,,ახალ აღნაგო სულო“ და დასავლური ქალაქური - ,, ციცინათელა“.
მესამე ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას არაქართული წარმოშობის საკრავებზე
- დუდუკი, საზი, ზურნა და სხვა, რომლებიც გამოიყენება აღმოსავლურ ფოლკლორში.
II აქტივობა
- მონიტორინგი ვახდენ დაკვირვებას მივცემ
ახსნა - განმარტებებს, ვეხმარები ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებაში.
III აქტივობა -
მოპოვებული მასალის სინთეზირება, პრეზენტაციის მოწყობა, ძველი თბილისის სურათების ჩვენება,
რათა მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ქალაქურ ფოლკლორს.
IV აქტივობა - შეფასება მასწავლებელთა და მოსწავლეთა
მიერ, რამდენად საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, რამდენად დაინტერესდნენ ისინი, რა
ცოდნა შეიძინეს მათ.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
მუსიკა, ხელოვნება, ისტორია, ქართული ენა.
- მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
- მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ბევრი საინტერესო ინფორმაცია ქალაქური ფოლკლორის შესახებ
- მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს აღმოსავლური ქალაქური სიმღერის ,,ახალ აღნაგო სულოს“ შექმნის ისტორია
- მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო/სხვებთან ერთად
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე:
- დავალებებს წარმატებით ასრულებს განსაზღვრავს იმ ცოდნას და უნარს რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლადგანსაზღვრავს რა გაუადვილდება, რაში სჭირდება დახმარება , კონსულტაცია.
- მოიძიებს მასალას ისტ-ის საშუალებით.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო მახარაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninomakharadze5@gmail.com
No comments:
Post a Comment