სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ჯაზი და მისი მიმდინარეობები.



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი ჯაზისა და იმპროვიზაციის მიმართ, რათა უკეთ გაეცნონ ჯაზის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები შეიძენენ დამოუკიდებლად საჭირო მასალის მოძიების უნარ-ჩვევებს, დაინტერესდებიან, რათა უკეთ გაეცნონ აფრო-ამერიკულ მელოდიებს, ჯაზური იმპროვიზაციის საოცრებებს.

პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მოიძიებენ ფოტო მასალას და ინფორმაციას ჯაზის წარმოშობისა და შემდგომი განვითარების შესახებ, ჯაზის დედოფლად აღიარებულ ელა ფიცჯერალდისა და ლუი ამსტრონგის ცხოვრების შესახებ.




მოსწავლეთა ასაკი:  14-15 წელი

ვადები / ხანგრძლივობა:  15 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწაავლეები ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას. აგროვებენ ფოტო-მასალას, ქმნიან ბუკლეტებს, მოიძიებენ მოსასმენ მასალას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, რვეული, ავტოკალამი, ფოტო აპარატი.

პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
I აქტივობა - მოსწავლეთა ორგანიზება:  ჯგუფებად დაყოფა, მოსწაავლეებთან ერთად ვირჩევთ თემას პროექტისათვის.


პირველი ჯგუფი - მოიძიებს მასალას ჯაზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
მეორე ჯგუფი - მოიძიებს ინფორმაციას სპირიჩუელსისა და ბლუზის შესახებ, მოსასმენ მასალასთან ერთად.
მესამე ჯგუფს - ევალება მოიძიოს მასალა ელა ფიცჯერალდისა და ლუი ამსტრონგის შესახებ.


II  აქტივობა - მონიტორინგი
პერიოდულად ვახდენ დაკვირვებას, მივცემ ახსნა-განმარტებას და ვამოწმებ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ დავალებას.


III  აქტივობა - მოპოვებული მასალის სინთეზირება, პრეზენტაციის მოწყობა, ელა ფიცჯერალდის მიერ სპირიჩუელსისა და ბლუზის მოსმენა- ვიდეო მასალა.


IV  აქტივობა -  შეფასება მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ. რამდენად სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, რამდენად დაინტერესდნენ ისინი და ბოლოს, რა ცოდნა შეიძინეს მათ.



საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მუსიკა, უცხო ენა /ინგლისური /  ისტორია

  • მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
  • მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ბევრი საინტერესო რამ ჯაზის, იმპროვიზაციის შესახებ, კერძოდ: განვითარების გზები, წარსულში და თანამედროვე ჯაზ შემსრულებლები, ჯაზ ორკესტრის საკრავები და სხვა.
  • მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ზანგური ხალხური სიმღერა ჩივილის ბლუზის შექმნის მოკლე ისტორია.
  • მოსწავლეს შეუძლია მოსმენა დ მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი, შეუძლია სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივების გარჩევა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • დავალებებს წარმატებით ასრულებს
  • განსაზღვრავს იმ ცოდნას და უნარს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად.
  • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რაში სჭირდება დახმარება, კონსულტაცია.
  • მოიძიებს მასალას ისტ-ის საშუალებით.
პროექტის ხელმძღვანელი -  ნინო მახარაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა - ninomakharadze5@gmail.com

No comments:

Post a Comment