მასწავლებლის ბლოგი
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:
ქალაქური ფოლკლორი
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი ქალაქური ფოლკლორისადმი, უკეთ გაეცნონ ძველი
თბილისის ყოფა - ცხოვრებას, სიმღერებს, საკრავებს, კინტოებს, აშუღებს, არა ქართულ საკრავებს,
რომლებიც გამოიყენება ქალაქური ხალხური სიმღერების შესრულების დროს.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად საჭირო მასალის მოძიების უნარ-ჩვევებს. დაინტერესდებიან
რათა უკეთ გაიცნონ აღმოსავლური და დასავლური ქალაქური სიმღერები.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეები მოიძიებენ ძველი თბილისის სურათებს, მოიპოვებენ ინფორმაციას კინტოებისა
და აშუღების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რისი მეშვეობითაც ჩამოუყალიბდებათ ქალაქური ფოლკლორისადმი
სიყვარული და გემოვნება.
მოსწავლეთა ასაკი: 13 -14 წელი
ვადები / ხანგრძლივობა:
15 დღე
მოსალოდნელი შედეგები
/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას, აგროვებენ ფოტო-მასალას.
პროექტისთვის საჭირო ძირითდი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, რვეული, ავტოკალამი, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა:
/ ძირითადი აქტივობები /
I აქტივობა
- მონაწილეთა ორგანიზება: ჯგუფებად
დაყოფა, ვეცნობით თემას.
პირველი ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას ძველი თბილისის შესახებ, განარჩევს ქალაქური ფოლკლორის ორ შტოს - აღმოსავლურს
და დასავლურს.
მეორე ჯგუფს ევალება
მოიძიოს მასალა კინტოებისა და აშუღების შესახებ, აგრეთვე
მოსასმენი მასალა:
აღმოსავლური ქალაქური სიმღერა - ,,ახალ აღნაგო სულო“ და დასავლური ქალაქური - ,, ციცინათელა“.
მესამე ჯგუფი მოიძიებს
ინფორმაციას არაქართული წარმოშობის საკრავებზე
- დუდუკი, საზი, ზურნა და სხვა, რომლებიც გამოიყენება აღმოსავლურ ფოლკლორში.
II აქტივობა
- მონიტორინგი ვახდენ დაკვირვებას მივცემ
ახსნა - განმარტებებს, ვეხმარები ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებაში.
III აქტივობა -
მოპოვებული მასალის სინთეზირება, პრეზენტაციის მოწყობა, ძველი თბილისის სურათების ჩვენება,
რათა მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ქალაქურ ფოლკლორს.
IV აქტივობა - შეფასება მასწავლებელთა და მოსწავლეთა
მიერ, რამდენად საინტერესო იყო მუშაობის პროცესი, რამდენად დაინტერესდნენ ისინი, რა
ცოდნა შეიძინეს მათ.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
მუსიკა, ხელოვნება, ისტორია, ქართული ენა.
- მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
- მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ბევრი საინტერესო ინფორმაცია ქალაქური ფოლკლორის შესახებ
- მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს აღმოსავლური ქალაქური სიმღერის ,,ახალ აღნაგო სულოს“ შექმნის ისტორია
- მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო/სხვებთან ერთად
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე:
- დავალებებს წარმატებით ასრულებს განსაზღვრავს იმ ცოდნას და უნარს რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლადგანსაზღვრავს რა გაუადვილდება, რაში სჭირდება დახმარება , კონსულტაცია.
- მოიძიებს მასალას ისტ-ის საშუალებით.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო მახარაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninomakharadze5@gmail.com
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: ჯაზი და მისი
მიმდინარეობები.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს
გავუღვივოთ ინტერესი ჯაზისა და იმპროვიზაციის მიმართ, რათა უკეთ გაეცნონ ჯაზის წარმოშობისა
და განვითარების ისტორიას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეიძენენ დამოუკიდებლად საჭირო მასალის
მოძიების უნარ-ჩვევებს, დაინტერესდებიან, რათა უკეთ გაეცნონ აფრო-ამერიკულ მელოდიებს,
ჯაზური იმპროვიზაციის საოცრებებს.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ფოტო მასალას და ინფორმაციას
ჯაზის წარმოშობისა და შემდგომი განვითარების შესახებ, ჯაზის დედოფლად აღიარებულ ელა
ფიცჯერალდისა და ლუი ამსტრონგის ცხოვრების შესახებ.
მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: 15 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწაავლეები ისწავლიან ინფორმაციის
მოძიებას, მის დამუშავებას. აგროვებენ ფოტო-მასალას, ქმნიან ბუკლეტებს, მოიძიებენ მოსასმენ
მასალას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, რვეული, ავტოკალამი, ფოტო აპარატი.
პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები)
I აქტივობა - მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფებად დაყოფა, მოსწაავლეებთან ერთად ვირჩევთ
თემას პროექტისათვის.
პირველი ჯგუფი - მოიძიებს
მასალას ჯაზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ.
მეორე ჯგუფი - მოიძიებს ინფორმაციას
სპირიჩუელსისა და ბლუზის შესახებ, მოსასმენ მასალასთან ერთად.
მესამე ჯგუფს - ევალება მოიძიოს მასალა
ელა ფიცჯერალდისა და ლუი ამსტრონგის შესახებ.
II აქტივობა - მონიტორინგი
პერიოდულად ვახდენ დაკვირვებას, მივცემ
ახსნა-განმარტებას და ვამოწმებ, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან მიცემულ დავალებას.
III აქტივობა - მოპოვებული მასალის სინთეზირება, პრეზენტაციის
მოწყობა, ელა ფიცჯერალდის მიერ სპირიჩუელსისა და ბლუზის მოსმენა- ვიდეო მასალა.
IV აქტივობა - შეფასება მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ. რამდენად
სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი, რამდენად დაინტერესდნენ ისინი და ბოლოს, რა ცოდნა
შეიძინეს მათ.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან
/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მუსიკა, უცხო ენა /ინგლისური
/ ისტორია
- მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
- მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ბევრი საინტერესო რამ ჯაზის, იმპროვიზაციის შესახებ, კერძოდ: განვითარების გზები, წარსულში და თანამედროვე ჯაზ შემსრულებლები, ჯაზ ორკესტრის საკრავები და სხვა.
- მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ზანგური ხალხური სიმღერა ჩივილის ბლუზის შექმნის მოკლე ისტორია.
- მოსწავლეს შეუძლია მოსმენა დ მუსიკალური ნაწარმოების ანალიზი, შეუძლია სხვადასხვა მუსიკალური კოლექტივების გარჩევა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
- დავალებებს წარმატებით ასრულებს
- განსაზღვრავს იმ ცოდნას და უნარს, რომელსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად.
- განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რაში სჭირდება დახმარება, კონსულტაცია.
- მოიძიებს მასალას ისტ-ის საშუალებით.
პროექტის ხელმძღვანელი - ნინო მახარაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა - ninomakharadze5@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)